სოფლის მეურნეობა

ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი ელექტრონული ბაზის შექმნა იგეგმება

nationalgeographic.com

მთავრობის სხდომაზე, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი განიხილეს. პროექტის შედეგად ქვეყანაში ღორების ერთიანი ელექტრუნული ბაზა უნდა შეიქმნას. დადგენილების პროექტის ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ღორების რეგისტრაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლამდე უნდა განახორციელოს. რეგისტრაცია ღორებისთვის სპეციალური საყურეების დატანით მოხდება, თითოეულ ღორს 8-ნიშნიანი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება. 

პროექტის მიზნები ასე გამოიყურება:

  • ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება.
  • ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა.
  • ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ.
  • ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება.
  • სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

პირუტყვის პასპორტიზაცია-რეგისტრაცია ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენს.

კომენტარები