თავდასხმები გერმანიაში

მერკელი: გერმანია საკუთარ პოლიტიკას მიგრანტების მიმართ, არ გადაუხვევს

Guardian

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, მიგრანტების პოლიტიკის შეცვლას გამორიცხავს.

მერკელის თქმით, გერმანიაში მომხდარი ტერაქტებიდან რამდენიმე მართლაც იყო თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დევნილ პირებს დაცვის უფლება გააჩნდათ. გარდა ამისა, მერკელმა იმ თავშესაფრის მაძიებელ პირებს, რომლებმაც ტერაქტები განახორციელეს, იმ ქვეყნის შემარცხვენელები უწოდა, რომელმაც ისინი მიიღეს.

მერკელისვე თქმით, გერმანიაში თავდაცვის საშუალებები აუცილებლად გაძლიერდება, თუმცა თავდამსხმელები მიზანს ვერ მიაღწევენ.

"თავდამსხმელებს სურთ, რომ ჩვენი ჰუმანურობა, გახსნილობა და გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარების სურვილი დაამარცხონ, თუმცა ისინი ამას ვერ მოახერხებენ", - აღნიშნა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიის რეგიონში მომხდარი უკანასკნელი ორივე თავდასხმის უკან, გერმანიაში ჩასული თავშესაფრის მაძიებლები იდგნენ, რომლებმაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს გამოუცხადეს ერთგულება.

კომენტარები