სტრასბურგის სასამართლო

დოლიძე ევა გოცირიძის კანდიდატურაზე: მოხდა გარკვეული უსამართლობა

facebook.com/anna.dolidze

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კანდიდატად ნანა მჭედლიძის ნაცვლად ევა გოცირიძე შეერჩია, ნაჩქარევსა და გაუმჭვირვალეს უწოდებს. 

"მე, როგორც ამ კონკურსის ფინასლისტს, ამ განცხადების ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე ხასიათით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოხდა გარკვეული უსამართლობა. შესაბამისად, მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალყურს, აქვს მოლოდინი რომ იმ პირთა მხრიდან, რომლის მიერაც იქნა გადაწყვეტილება წარმოდგენილი, იქნება დასაბუთება რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა. ", - ამბობს ანა დოლიძე. 

როგორც ცნობილია, თებერვალში სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. სამპირიანი სია სწორედ ამ კანდიდატთაგან შეირჩა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

 

კომენტარები