NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს, მონაწილეობას 67% მიიღებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მოსახლეობის 67% მიიღებდა, არ მიიღებდა - 33%.

შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის კვლევასთან შედარებით, ვითარება შეცვლილი არ არის. მაშინ მონაწილეობის მიღებას 66% აპირებდა, 34% არ აპირებდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები