NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ არჩევნები რომ იყოს, გაიმარჯვებდა: ოცნება - 36%, ენმ - 11%, არ იცის 39%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, რომელი პარტია გაიმარჯვებდა - 39% პასუხობს, რომ "არ იცის", ქართულ ოცნებას 36% მოიაზრებს გამარჯვებულად, ენმ-ს 11%, პაატა ბურჭულაძის პარტია 3%, სხვა 5%.

2015 წლის აგვისტოს კვლევაში 20% ფიქრობდა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებდა.

ამასთან, დღევანდელი კვლევით, გადაუწყვეტელი მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება გაიმარჯვებდა არჩევნებში, 6% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება გადაწყვეტილს, 47%-ის აზრით, ქართული ოცნება გაიმარჯვებდა, 19% - ენმ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები