NDI-ის კვლევა

NDI: არასდროს მივცემდი ხმას: ქართული ოცნება - 19%, ენმ - 21%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასდროს, 21%-მა არ იცის, ასევე 21% ასახელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 19% ქართულ ოცნებას, არ არსებობს ასეთი პარტია - 15%, 8% - უარი პასუხზე.

სხვა პარტიებს ასახელებს 6%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები