საკონსტიტუციო სასამართლო

კოპალეიშვილი: საქმეების დაჩქარება მიანიშნებს უფლებების დაცვის სასწრაფოობაზე

მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი 5 მოსამართლის წერილს ეხმაურება. როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ ის საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.

"რაც შეეხება საქმეების დაჩქარებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათ შორის იმ კოლეგებსაც, რომლებმაც დღეს გააკეთეს განცხადება ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, არის რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება წინ წამოსწიო, რაღაც რიგში ჩასვა და ა.შ. მაგრამ, ის, რომ ამა თუ იმ საკითხს იხილავ ე.წ დაჩქარებული წესით, იმავდროულად არ მიანიშნებს მის პოლიტიკურ კონტქსტზე - ეს აზრი საფუძველშივე მცდარია. ეს, იმავდროულად, შეიძლება, მიანიშნებდეს უფლებების დაცვის სასწრაფოობაზე, უფლებების დაცვის გადაუდებლობაზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გადარჩენაზე. ამისთვისაა შექმნილი საკონსტიტუციო სასამართლო და თუკი ვინმეს, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც, არ აქვს გააზრებული, როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაშინ, მათი მოსაზრება საფუძველშივე მცდარია. საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს პოლიტიკურ ხაზზე სიარული, მაგრამ მას ეს ხაზი დღემდე არასდროს დაურღვევია", - თქვა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული საქმეების განხილვის დაჩქარებაში ადანაშაულებენ. საუბარია გიგი უგულავას/კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეებზე. ამის შესახებ პაპუაშვილისთვის მიწერილ წერილში წერია, რომელსაც Primetimenews აქვეყნებს.

კომენტარები