არეულობა სომხეთში

ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

bbc.com

ერევანში პოლიციის შენობაში გამაგრებულმა ამბოხებულებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციის შენობაში ბლოკირებული აქტივისტების მხარდამჭერებმა  ქალაქში მსველობა მოაწყვეს და საპატრულო სამსახურის საგუშაგოსთან შეიკრიბნენ. მომიტინგეების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ძალოვანებმა დემონსტრანტების დასაშლელად სპეც საშუალებები გამოიყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. სამართალდამცავებმა შეტაკების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

შეიარაღებული ჯგუფი შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. მათთან, წინააღმდეგობას კი, ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 6 დაიჭრა. შეიარაღებული პირების, რომლებიც მოძრაობა „სასუნის გმირების" წევრები არიან, მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა. 

სეფილიანი ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის" დამაარსებელია. სამართალდამცველებმა სეფილიანი 20 ივნისს, 6 სხვადასხვა პირთან ერთად დააკავეს. სომხეთის შსს-ს ცნობით, სეფილიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, შენობების, ტელეკომუნიკაციის საშუალებებისა და ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას აპირებდა. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციის გზით გეგმავდა. სამართალდამცავებმა მას ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოუღეს.

კომენტარები