უაქციზო სიგარეტი

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად უკანონოდ რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსური პოლიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი, გეხამ კოსემიანი, დააკავა. მათ ბრალად დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად უკანონოდ რეალიზაცია ედებათ. ამი შესახებ განცხადებას ფინანასთა სამინიასტრო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ- ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.“-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდნარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები