დოლარიზაცია

მოსახლეობის დანაზოგების 79% დოლარზე მოდის

AP Photo

საქართველოს მოსახლეობა საკუთარ დანაზოგს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავს. ეროვნული ბანკის ივნისის მიმოხილვის მიხედვით, კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების 79% დოლარზე მოდის. 79%-ზე ნაკლებია იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მათი დეპოზიტების 56%-ია დოლარში ნომინირებული.

საერთო ჯამში კომერციულ ბანკებში დეპოზტების სახით განთავსებული თანხის მოცულობამ 14.3 მილიარდი ლარი შეადგინა, ამ თანხის 67% დოლარზე მოდის. ფაქტი, რომ იურიდიული პირების დეპოზტების უფრო დიდი ნაწილია ლარში განთავსებული უკავშირდება მათ ბიზნეს საქმიანობას. კომპანიების უმეტესობას შემოსავლები და ხარჯები ლარში აქვს, ამიტომაც მათთვის დეპოზიტების სახით ლარის განთავსება შედარებით მოსახერხებელია. 

წინა წელთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა 13.5%-ით არის გაზრდილი. დეპოზიტების მაჩვენებლის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ეროვნული ვალუტით გამოხატული მნიშვენლობის ზრდამ. ასევე მნიშვნელოვანი იყო თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატება.

კომენტარები