ენერგეტიკა

ნამახვანის ჰესის აშენების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა

0 კომენტარი
ფოტო: energy.gov.ge

ნამახვანის 433 მეგავატიანი ჰესების კასკადის მშენებლობის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთვა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით ეს კომპანიები PowerChina Resources LTD (ჩინეთი), Clean Energy Group Georgia LLC (ნორვეგია) და General Development LLC (საქართველო, ავსტრია) არიან. ნამახვანის ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვა 6 თვე გრძელდებოდა და 7 ივლისს დაიხურა. ჰეს-ის პროექტის თავდაპირველ პრეზენტაციაზე 26 ინვესტორი იყო წარმოდგენილი. ენერგეტიკის სამინისტრო გამარჯვებულ კომპანიას ექვსი თვის განმავლობაში გამოავლენს. პროექტების შეფასების მთავარი კრიტერიუმი გარანტირებული შესყიდვის პერიოდში შეთავაზებული საშუალო ტარიფი იქნება.

ენერგეტიკის სამინისტროს პირობები ასე გამოიყურება:

  • სიმძლავრე - 433 მეგავატი
  • წლიური გამომუშავება - 1.5 გიგავატი
  • ინვესტიცია - $730 მილიონი
  • მშენებლობის ვადა - 5 წელი
  • ჩაბარების სავარაუდო თარიღი - 2021 წელი

ნამახვანის ჰესის მშენებლობის იდეა არსებობდა 1930-იან წლებში, თუმცა მაშინ სხვა უფრო მარტივი პროექტის დაფინანსება გადაწყდა. მშენებლობის იდეა არსებობდა ასევე 1980-იან წლებში, მაშინ მიიჩნიეს, რომ ხუდონის პროექტის განვითარება უფრო მომგებიანი იქნებოდა. პროექტის განხორციელების იდეა არსებობდა 2007-2012 წლებშიც. 2014 წელს კი იტალიურმა არქიტექტურულმა ბიურომ Studio Pietrangeli პროექტის ძირითადი მონახაზის შემუშავება დაასრულა.

ამ დროისთვის საქართველოს უმსხვილესი ჰიდროპროექტის ხუდონჰესის განვითარება ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსა და დაფინანსებაში არსებულ გარკვეულ შეფერხებებს უკავშირდება. მეორე უმსხვილესი ნენსკრაჰესის მშენებლობა კი 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მას იტალიური კომპანია Salini Impregilo აშენებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკთან ერთად EBRD და კორეის სახელმწიფო ენერგოკომპანია K water აფინანსებენ. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ირანთან, სომხეთთან და რუსეთთან უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ქვეყნები ერთიან ენერგოსივრცეს შექმნიან. კალაძის თქმით, ამ ხელშეკრულებით, საქართველოში წარმოებული ელექროენერგიის ირანში გატანა მოხდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები