კოსმოსური ტურიზმი

VIRGIN GALACTIC კოსმოსში ტურისტების გაგზავნას მიუახლოვდა

Virgin Galactic-ის ხომალდი SpaceShipTwo
wordpress.com

Virgin Galactic-მა განახლებული SpaceShipTwo-სთვის ფრენის ნებართვა მიიღო. ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანია კოსმოსში პირველ ტურისტებს გაიყვანს, რაც კოსმოსური ტურიზმის დასაწყისი იქნება. 

Virgin Galactic გრაფიკს რამდენიმე წლით ჩამორჩება, რისი მიზეზიც 2014 წლის ნოემბერში მომხდარი კატასტროფაა, მაშინ პილოტმა SpaceShipTwo-ს წინა ვერსიით მკვეთრი მოხვევა გააკეთა, რის სედეგადაც ხომალდის კორპუსი დაიმსხვრა. კატასტროფას პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Virgin Galactic-მა ხომალდის მოდიფიცირება მოახდინა და მისი მეშვეობით ფრენების განხორციელების ლიცენზიაც მიიღო. 1 აგვისტოს ხომალდმა მიწაზე პირველი ტესტირება გაიარა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყებს კომპანია კოსმოსურ ტესიტერებებს. 

Virgin Galactic-ის მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი სერ რიჩარდ ბრანსონია, სწორედ ის არის კოსმოსური ტურიზმის განვითარების მთავარი დამფინანსებელი. პროექტს $600 მილიონით აბუ დაბის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდიც აფინანსებს.

კოსმოსური ტურიზმის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით $250 ათასია, უკვე არსებობს მომლოდინეთა 700 კაციანი სია, რომელთა შორისაც ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგიცაა.

დღემდე კოსმოსში მხოლოდ 549 ადამიანია ნამყოფი, აქედან 12 მთვარეზე.

კომენტარები