სირიის კონფლიქტი

სირიის პროვინცია იდლიბში, სავარაუდოდ, ქლორის გაზი გამოიყენეს

Reuters

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც გუშინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ ტოქსიკური ქლორის გაზი გამოიყენეს.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, კონტეინერებში, რომლებიც ვერტმფერნმა ჩამოაგდო, ნაპოვნია ქლორი, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მომხდარის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიის პროვინცია იდლიბში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 ჩამოაგდეს. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები