ხანძარი ზესტაფონში

ზესტაფონში ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვ.მ-ის ტერიტორია დაიწვა

ზესტაფონში ხანძრის შედეგად, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ტერიტორია დაიწვა. ცეცხლი ე.წ. შავ ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტებს გაუჩნდა. ხანძარს ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახებული ბრიგადებიც აქრობდნენ. 

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად ტერიტორიაზე არსებული ტანსაცმლისა და სამეურნეო მაღაზიები მთლიანად განადგურდა. ჯერჯერობით, არ არის დადგენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე უცნობია ზარალის ოდენობა. მოვაჭრეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. 

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლაფაძის თქმით, სავარაუდოდ, ზარალი დიდი იქნება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ. 

კომენტარები