ჰომოფობია

MDF: 15 ჰომოფობიური განცხადებიდან 12 ქართულ ოცნებას ეკუთვნის

მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, 15 ჰომოფობიური განცხადებიდან 12 ქართულ ოცნებას, 1 პატრიოტთა ალიანსს, 1 ეროვნულებს და 1 - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ეკუთვნის. MDF-მა 1 აპრილიდან 25 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვითვე, სიძულვილის ენის 15-დან 9 შემთხვევა უკავშირდებოდა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საჯარო განხილვებს კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციისა და რეფერენდუმის შესახებ.

გთავაზობთ 1 აპრილიდან 25 ივლისამდე პერიოდში პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს, რომლებიც მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში მოხვდა.

  • თამაზ მეჭიაური, კოალიცია ქართული ოცნება - "ფატიან კაცებს ისურვებდით თქვენ ოჯახში? გაბანჯგლულ-წვერებიანებს,“ - 2016 წლის 7 აპრილი.
  • გოგი თოფაძე, კოალიცია ქართული ოცნება - "არა, ვის წარმოგიდგენიათ რო მთიულეთში, ყაზბეგში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვა, 20 წლის ბიჭები და ერთმანეთის ლოშნით გამოვლენ და თქვენ ამას მოიწონებთ“? - 2016 წლის 7 აპრილი.
  • ზვიად ძიძიგური,  კოალიცია ქართული ოცნება - "ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვეყანაში ჩვენს შვილებს  ჰქონდეთ იმის უფლება და იმის შესაძლებლობა, რომ მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები იყვნენ კაცები… ასეთ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს ვუსპობთ ნორმალურად განვითარების შესაძლებლობას," - 2016 წლის 14 აპრილი.
  • გოგი თოფაძე, კოალიცია ქართული ოცნება - "ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ჩვენი ქორწინების სახლში ახალგაზრდა ბიჭები შეუღლდნენ და ხვევნა-კოცნით გამოვიდნენ გარეთ. ამას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, კულტურა და რწმენა ეწინააღმდეგება," - 2016 წლის 15 აპრილი
  • თამაზ მეჭიაური, კოალიცია ქართული ოცნება - “ის ხალხი [ლგბტ] იყო თავისთვის და თავიანთი ორიენტაციის აფიშირებას არ ახდენდნენ ისე, როგორც დღეს ხდება. ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას და აქედან გამომდინარე ხალხს პროტესტი უჩნდება დასავლური ღირებულებების მიმართ,” - 2016 წლის 18 აპრილი.
  • ზვიად ძიძიგური, კოალიცია ქართული ოცნება - "ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები – კაცები" - 2016 წლის 5 მაისი  
  • ზვიად ძიძიგური, კოალიცია ქართული ოცნება - "ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები… მსოფლიოში სადაც არის შექმნილი პეპელების, ხვლიკების, ჭიანჭველების დაცვის საზოგადოებები - მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენი შვილების მომავალზე!" - 2016 წლის 5 მაისი. 
  • მერაბ კვაჭახიძე, კოალიცია ქართული ოცნება - "რაც შეეხება ბატონს, თუ რა ვიცი, როგორ მივმართო, წვერს რომ ატარებს, ჩემდა გასაკვირად და ოჯახი ვერ შეუქმნია, თუ ასე გულმხურვალედ ხართ შეყვარებული თვენს მეორე ნახევარზე, რომელსაც ვერანაირად, ვერ ახდენთ ამ ქვეყანაში ლეგალიზებას, წადით იმ ქვეყანაში! - 2016 წლის 5 მაისი.
  • თამაზ მეჭიაური, კოალიცია ქართული ოცნება - "ელჭიპიტი კი არ არი, აი, იქ ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები" - 2017 წლის 17 მაისი. 
  • ომარ ნიშნიანიძე, კოალიცია ქართული ოცნება - "არ მინდა, რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო“ - 2016 წლის 23 მაისი.
  • ნუკრი ქანთარია, კოალიცია “ქართული ოცნება” - "არასდროს არ ყოფილა რომეო და რომეო, ჯულიეტა და ჯულიეტა, ხომ?... ეს არის გადახრა…” - 2016 წლის 27 მაისი. 
  • ზვიად ძიძიგური, კოალიცია "ქართული ოცნება" - "ცოლი და ქმარი ეს არის კაცი და ქალი, და არა კაცი და კაცი" - 2016 წლის 27 მაისი.
  • თამაზ მეჭიაური, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - გეი პატრიარქს” რომ უწოდებენ დემოკრატიაა და ლგბტ’ს შეურაცხყოფა დანაშაული?... ელგებეტეს რაც ერქვა, ვიდრე კულტურულად მონათლავდნენ, აი, ამაზე უნდა ატეხონ წიოკი” - 2016 წლის 23 ივნისი.
  • სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა ეროვნულები - "თუ რეფერენდუმით არ ავკრძალეთ ერთი სქესის პირთა ქორწინება, მაშინ მომავალ პარლამენტში უცხოეთის ზეწოლით ეს გარყვნილება დაკანონდება" - 2016 წლის 29 ივნისი. 
  • დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი - "ამბობენ, რომ იქნება წამალი, რომელსაც ორსულს გაუკეთებენ და ბავშვი ჰომოსექსუალი აღარ დაიბადება" - 2016 წლის 24 ივლისი,

მედიის განვითარების ფონდი აკვირდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-ს, იმედს, მაესტროს, კავკასიას, TV ტაბულას, GDS-ს და ობიექტივს. ასევე, ONLINE მედიას - IPN, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, PIA, პირველი რადიო.

 

 

კომენტარები