სამხატვრო აკადემია

სამხატვრო აკადემია: დიპლომის დაცვაზე სატანისტური სამოსით მისვლა არ შეიძლება

edu.aris.ge

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის დეკანის, დავით ალექსიძის თქმით, დიპლომის დაცვაზე სტუდენტი "შორტებით, სანდლებით და შლოპანცებით არ უნდა მივიდეს“. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ალექსიძე ამბობს, რომ სტუდენტმა, რომელიც დიპლომის დაცვაზე მოკლე შარვლით მივიდა, ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება დაარღვია და ამის გამო სთხოვეს, სხვა ჩაცმულობით მისულიყო.

“ჩვენ ოფიციალურად დავადგინეთ, “დრეს კოდი”. რექტორის წინადადებით მოხდა ეს ყველაფერი. დადგინდა გარკვეული ფორმა, ნორმა, რომ შეესაბამებოდეს ამ სადღესასწაულო დღეს, უნდა იქნას გათვალისწინებული. არ უნდა მოვიდეს შორტებით, სანდლებით და შლოპანცებით. დიპლომის დაცვაზე, მგონი, ცოტა უხერხულია. მითითებულია, რომ შორტები არ ეცვას. სატანისტური სამოსით რომ გამოცხადდეს, არც ეს იქნება სასურველი“,- ამბობს დავით ალექსიძე.

აღსანიშნავია, რომ PALITRATV-ის ცნობით, სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტს რექტორმა გიორგი გუგუშვილმა მოუწოდა სახლში წასვლისა და შარვლის გამოცვლისკენ. აკადემიის ორმა სტუდენტმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა და დარბაზში, სადაც დიპლომების დაცვა მიმდინარეობდა, ტრუსებით შევიდა.

კომენტარები