ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი

გირჩი, ახალი მემარჯვენეები და გიორგი ვაშაძის პარტია ერთ ბლოკად ერთიანდებიან

ტაბულა

„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო", ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" და პარტია „ახალი მემარჯვენეები" ერთ ბლოკად ერთიანდებიან. ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, პარტიებმა ახალი პოლიტიკური ბლოკი - „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი" შექმნეს.

მათი სლოგანია - "მეტი თავისუფლება/უსაფრთხო ქვეყანა/გაორმაგებული ეკონომიკა".

"პარტიებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საერთო ხედვა, საგარეო კურსი, პროდასავლური არჩევანი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები აერთიანებთ. რესურსების შეჯერებით, ახალი ბლოკი გახდება მეტად კონკურენტუნარიანი. პარტიები შეძლებენ, საზოგადოებას აჩვენონ შედეგი, რომელსაც მოსახლეობა ელის" - აცხადებენ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში. 

კომენტარები