ქველმოქმედება

2015 წელს აშშ-ის მოქალაქეებმა ქველმოქმედებისთვის $373 მილიარდი გასცეს

forbes.com

2015 წელს აშშ-ის მოქალაქეებმა ქველმოქმედებისთვის რეკორდულად დიდი თანხა $373 მილიარდი გასცეს. Giving USA-ს ანგარიშის მიხედვით, ეს რიცხვი 2014 წლის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება. 

ქველმოქმედების წილი აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 2.1%-ია, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედ ქვეყნად აქცევს. გასულ წელს ყველაზე მეტად 17%-ით გაიზარდა ქველმოქმედება მსოფლიოს ქვეყნების დასახმარებლად და მან ჯამში $15.6 მილიარდი შეადგინა. 8%-ით გაიზარდა და $57 მილიარდი შეადგინა განათლებისთვის გაწეულმა ქველმოქმედებამ. ყველაზე მეტი მოცულობის - $119 მილიარდის საქველმოქმედო შემოწირულობა კი რელიგიურმა ორგანიზაციებმა მიიღეს. 

უფრო დეტალურად კი, როგორ იქნა მიმართული $373 მილიარდი, ასე გამოიყურება:

  1. რელიგიური ორგანიზაციები - მიღებული შემოწირულობა - $119 მილიარდი
  2. განათლება - მიღებული შემოწირულობა - $57 მილიარდი
  3. ჰუმანიტარული დახმარება - მიღებული შემოწირულობა - $45 მილიარდი
  4. საქველმოქმედო ფონდები - მიღებული შემოწირულობა - $42 მილიარდი
  5. ჯანდაცვა - მიღებული შემოწირულობა - $30 მილიარდი
  6. სოციალური დახმარება - მიღებული შემოწირულობა - $25.5 მილიარდი
  7. ხელოვნება/კულტურა - მიღებული შემოწირულობა - $17 მილიარდი
  8. საერთაშორისო დახმარება - მიღებული შემოწირულობა - $15 მილიარდი
  9. ცხოველების/გარემოს დაცვა - მიღებული შემოწირულობა - $10 მილიარდი

 

კომენტარები