რიო 2016

ტაივანის ნაკრებს ოლიმპიადაზე ტაივანის სახელით გამოსვლის უფლება არ აქვს

სოჭის ოლიმპიადა - წარწერა აბრაზე "ჩინური ტაიპეი"
AFP

რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები იწყება, თუმცა მასზე ტაივანის (ტაივანის ოფიციალური სახელი - ჩინეთის რესპუბლიკა) ნაკრებს ტაივანის სახელით გამოსვლა არ შეეძლება. მეტიც ტაივანი ოლიმპიადაზე გამოდის იმ ქვეყნის სახელით რომელიც არც არსებობს - ეს "ჩინური ტაიპეია", ოქროს მედლის მიღების შემთხვევაში კი არა ტაივანის, არამედ "ჩინური ტაიპეის" ჰიმნს უკრავენ. 

ამის მიზეზი ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობაა. ტაივანმა პირველად ოლიმპიადაზე მონაწილეობა 1932 წელს, ჩინეთის შემადგენლობაში მიიღო. ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კი კომუნისტური ჩინეთი ოლიმპიადაზე ტაივანის დამოუკიდებლად ასპარეზობის ყველა მცდელობას ბლოკავდა. 1979 წელს ნაგოიას შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც ტაივანს (ტაივანის ოფიციალური სახელი - ჩინეთის რესპუბლიკა) ოლიმპიადაზე "ჩინური - ტაიპეის" სახელით გამოსვლის უფლება მიენიჭა. მას შემდეგ ქვეყანა ამ სახელით ასპარეზობს.

კომენტარები