ხანძარი

საფრანგეთში, ერთ-ერთ ბარში მომხდარ ხანძარს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ რუანში მომხდარ ხანძარს მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი - დაშავდა, მათ შორის ერთი - მძიმედ.

BBC-ის ცნობით, ხანძარი ერთ-ერთ ბარში, დაბადების დღის წვეულებაზე, სადღესასწაულო ტორტის სანთლების ჩაქრობისას გაჩნდა. ცეცხლს 50-ზე მეტი მეხანძრე აქრობდა. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ტერაქტი უკვე გამოირიცხა.

კომენტარები