ცემა

სასამართლომ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რომა ქევხიშვილი/Fb.com

თელავის რაიონულმა სასამართლომ ვალერი კვარაცხელიას პარტიის წევრს, თემურ ფიფიას აღკვეთის ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს გაიმართება.

თემურ ფიფია თელავში, მუსიკალური სასწავლებლის შენობასთან 4 აგვისტოს დააკავეს. პარტია სოციალისტური საქართველოს წევრმა ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს სიტყვებისთვის - "რუსეთი ოკუპანტია, პუტინი მკვლელია" გაარტყა.

სოციალისტური საქართველო ყრილობას მართავდა. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კონტრაქცია ჩაატარეს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, დაუშვებელია პრორუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიის დაფუძნება. კონტრაქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

კომენტარები