პროსტიტუცია

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი - 1974 წელს დაბადებული თეა ჭ. და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ფუჭუნ ჟ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროსა და სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები