რიოს ოლიმპიადა 2016

რუსეთს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა

snpc.org.sg

რუსეთს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება პარაოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგის სკანდალთან დაკავშირებით მიიღო.

როგორც ცნობილია, რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რიო 2016-ის პარაოლიმპიური თამაშები 7 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობა 267 რუს სპორტსმენს, სპორტის 18 სახეობაში უნდა მიეღო.

ცნობისათვის, მსოფლიოს ანტიდოპინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა რუს სპორტსმენებს დოპინგის გამოყენებაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, სპორტსმენებმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გამოიყენეს.

კომენტარები