სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტრო: ილია II-მ ოთარ დანელია მესაქონლეობის ფერმაში დალოცა და წარმატება უსურვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მინისტრი ოთარ დანელია დალოცა, ჯვარი უსახსოვრა და წარმატებები უსურვა". უწყების მიერ მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზში წერია, რომ ილია ΙΙ ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.

"ოთარ დანელიამ კათოლიკოს-პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციასა და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრა", - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

ცნობისთვის, ოთარ დანელია ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატია მარტვილსა და აბაშაში. 

კომენტარები