კათოლიკე ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ 21 სირიელ ლტოლვილთან ერთად ისადილა

0 კომენტარი

პაპმა ფრანცისკემ 21 სირიელი ლტოლვილი, სახლში დაპატიჟა და მათთან ერთად ისადილა. ლტოლვილები რომში საცხოვრებლად პაპმა საბერძნეთში ვიზიტის შემდეგ, მიგრანტების ბანაკიდან წაიყვანა. მათგან ნაწილი პაპის თვითმფრინავით ვიზიტის დასრულებისთანავე ჩაფრინდა იტალიაში, ნაწილი კი ივნისის შუა რიცხვებში.   

ვატიკანის პრესსპიკერის განცხადებით, პონტიფექსმა ბავშვებს სათამაშოები და საჩუქრები გადასცა, მათ კი, თავის მხრივ, პაპს ნახატები უსახსოვრეს.

"ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ ფრანცისკესთან, იტალიაში მათი ცხოვრების შესახებ", - განაცხადა წმიდა საყდრის პრესსამსახურმა.

პაპმა ფრანცისკემ სტუმრები ვატიკანში, წმიდა მარტას სახლში მიიღო - ვატიკანის ოფიციალური სტუმრებისთვის აშენებულ სასტუმროში, სადაც პონტიფექსი მას შემდეგ დასახლდა, რაც პაპად აირჩიეს და წინამორბედების რეზიდენციაში ცხოვრებაზე უარი თქვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები