სამომხმარებლო ბაზარი

10 ფაქტი საქართველოს ბაზრების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: თამარა ქურდაძე / ტაბულა

ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე ეკონომიკის 12% მოდის. საქსტატმა საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების დეტალური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 218 ბაზარია, მათში ყოველდღიურად 46 ათასი ადამიანი მუშაობს. ბაზრებისა და ბაზრობების საერთო ფართი 2 მილიონი კვადრატული მეტრია, იქ არსებული დახლების საერთო სიგრძე კი 55 ათას მეტრს აღემატება. კვლევა 2015 წლის პერიოდს ეხება.

10 ფაქტი საქართველოს ბაზრების შესახებ

  1. ბაზრების რაოდენობა - 218
  2. სავაჭრო პუნქტების რაოდენობა - 59 ათასი
  3. დასაქმებულთა რაოდენობა - 46 ათასი ადამიანი
  4. დახლების საერთო სიგრძე - 55.3 ათასი მეტრი
  5. ბაზრების საერთო ფართობი - 2 მილიონი კვადრატული მეტრი
  6. ბაზრების შემოსავლები (2015 წელი) - 143.8 მილიონი ლარი
  7. ვაჭრების გადასახადი (ადმინისტრაციისთვის) - 59 მილიონი ლარი
  8. ბაზრობების 95.9% კერძოა, 4.9% კი საჯარო
  9. ბაზრების მხოლოდ 38%-ია გადახურული
  10. საკვირაო ბაზარი - 21 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები