ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 29 აბი ნარკოტიკული საშუალება „ენ-დე-მა“ ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები