განზრახ მკვლელობა

კახეთში აშშ-ს მოქალაქე მამაკაცი მოკლეს

Police.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 12 აგვისტოს მ.ჭ.-მ თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა მ. ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)" - აცხადებე უწყებაში.

კომენტარები