დაძაბულობა ყირიმში

ბაიდენი უკრაინას მოუწოდებს რუსეთთან კონფლიქტის ესკლაცაია თავიდან აიცილოს

Reuters

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებისთვის იმოქმედოს. რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვმა ყირიმში ტერაქტების მოწყობის მცდელობაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. 

6-8 აგვისტოს შუალედში რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინელი აგენტების დაკავების შესახებ განაცხადეს. FSB-ს პოზიციით, უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე დივერსანტთა ჯგუფი გაგზავნა, რომელიც ტურისტული სეზონის ფონზე, ყირიმში საბოტაჟის მოწყობას გეგმავდა. უკრაინის მთავრობა მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. 

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სარაკეტო სისტემა S 400 განათავსა. ამ რაკეტების მეშვეობით რუსეთს ყირიმის ცენტრიდან 200 კილომეტრის რადიუსით შეეძლება საჰაერო სივრცის გაკონტროლება. რუსეთი ამ ნაბიჯით ყირიმში უკვე განლაგებული სარაკეტო სისტემა S 300-ის ჩანაცვლებას გეგმავს. 

S 300 სარაკეტო სისტემა
ფოტო: sputniknews.com

კომენტარები