პატრული

პატრულმა სარწყავი არხის გვირაბში ჩავარდნილი ბავშვები გადაარჩინა

შსს

კახეთში თელავის რაიონში, სარწყავი არხის გვირაბში მცირეწლოვანი და-ძმა ჩავარდა. მომხდარის შესახებ კახეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს მოქალაქემ შეატყობინა. ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა, გიორგი რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა სარწყავი არხის გვირაბში, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად, ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე შსს-ს მაშველებიც მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს. ამ დროისთვის ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები