არჩევნები 2016

ქართული ოცნების კანდიდატი ბათუმში ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში იქნება

rubrica.ge

საქართველოს პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის 68-ე უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაში დაასახელა. 

"ქალბატონი ფატი გახლავთ პარლამენტის წევრი ბათუმელები მას კარგად იცნობთ, ძალიან გულისხმიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ იგი ყურადღებას არ მოაკლებს ბათუმელებს და აჭარელებს",- აბობს პრემიერი. 

პროფესიით ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი ფატი ხალვაში 2012 წლიდან პარლამენტის წევრია, ის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატია. ხალვაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია.

ფატი ხალვაშის ძმა, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის საქმეზე მთავარი მოსარჩელეა. პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლომ რუსთავი 2-ის 100%-იანი წილები სწორედ ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნა. 

აჭარაში ქართული ოცნების კანდიდატების სია ასე გამოიყურება: ლევან ბეჟანიძე ბათუმის 69-ე ოლქში, ბათუმის 70-ე ოლქში მუხრან ვახტანგაძე, ქობილეთში კობა ნაკაიძე, ხელვაჩაურში ილია ნაკაშიძე, ხულო, ქედა შუახევის გაერთიანებულ ოლქში კი ანზორ ბოლქვაძე.

კომენტარები