ბოკო ჰარამი

ბოკო ჰარამის ულტიმატუმი, დაჯგუფება 200 არასრულწლოვნის მოკვლას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ნიგერიულმა ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ისინი ნიგერიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ გაათავისუფლონ მათი წევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200 გატაცებული გოგონას მოკვლას გეგმავენ. 

ვიდეოში 2014 წლის აპრილში ქალაქ ჩიბოკიდან გატაცებული 200 სკოლის მოსწავლედან დაახლოებით 50 ჩანს. გატაცებულებზე უკვე ორ წელზე მეტია სქესობრივ ძალადობას ახდენენ. მათი ნაწილი იძულებით ბოკო ჰარამის წევრებზეც გაათხოვეს.

ვიდეომიმართვაში ნიღბიანი მამაკაცი ჰაუსას ენაზე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო მათ დაკავებულ თანამებრძოლებს არ გაათავისუფლებს ისინი გოგოებს მოკლავენ. 

ბოკო ჰარამი ჩრდილოეთ ნიგერიული დაჯგუფებაა, ისინი თავს ისლამური სახელმწიფოს ნაწილად აღიქვამენ. ტერორისტულმა ორგანიზაციამ გასული ოთხი წლის მანძილზე ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბოკო ჰარამი ჰაუსას ენაზე ნიშნავს - "დასავლური სწავლება აკრძალულია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები