შტორმი

მაშველებმა შტორმში 16 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

on.ge
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმი გრძელდება. განვლილი დღის მანძილზე შსს-ს სამაშველო სამსახურმა აჭარაში 16 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გადარჩენილთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.
 
ბათუმში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა მრავალი პრობლემა შექმნა, დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. დღის მანძილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 60-ზე მეტ გამოძახევაზე იმყოფებოდა. ქალაქში ამ დროისთვის დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 
 
 

კომენტარები