ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

საპატრიარქო ბედუკაძის პატრიარქთან შეხვედრაზე: იქნებ რაღაც პირადული ჰქონდა?

ვლადიმერ ბედუკაძის facebook გვერდი

ტაბულა დაინტერესდა, რა მიზნით შეხვდა რამდენიმე წლის წინ პატრიარქი ილია მეორე ვლადიმერ ბედუკაძეს. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ იცის, რომ ბედუკაძე საპატრიარქოში ერთხელ იყო მისული და პატრიარქსაც შეხვდა. კითხვას -"შეცდომა იყო თუ არა ბედუკაძესთან შეხვედრა?", კახაბერ გოგოტიშვილი პასუხობს:

"არ ვიცი რა, თემაზე ლაპარაკობდნენ. იქნებ რაღაც პირადული ჰქონდა და კათალიკოს-პატრიარქს როგორც სულიერ მამას ისე შეხვდა, სასაუბრო ჰქონდა და არანაირი პოლიტიკა ამაში არ იყო. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, უნდა შეხვედროდა თუ არა. უამრავი ადამიანი ხვდება პატრიარქს, ზოგი პირადი გაჭირვების გამო, შეიძლება პირადი ინტერესის გამოც კი. მე არ ვიცი რაზე ისაუბრეს, ამიტომ ამას შეფასებას ვერანაირად ვერ მივცემ. დეტალებიც არ ვიცი, ერთიერთზე შეხვდნენ თუ სხვებიც ესწრებოდნენ", - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ტაბულა საპატრიარქოს პრესცენტრმა დააკავშირა. კითხვას, წარმოადგენს თუ არა დეკანოზის კომენტარი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, პრესცენტრში დადებითად უპასუხეს.

კომენტარები