გიგი უგულავა

უგულავას მხარდამჭერებმა მერიასთან მისი პატიმრობა გააპროტესტეს

ტაბულა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თანამოაზრეები და თანამებრძოლები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა, უგულავას პატიმრობა და საკონსტიტუციო სასამართლოში მასთან დაკავშირებული საქმის მიზანმიმართული გაჭიანურება გააპროტესტეს. გიგი უგულავას მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ თბილისის ყოფილი მერი პოლიტპატიმარია და მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ის საპატიმროს დატოვებს. გიგი უგულავა ორ წელზე მეტია, რაც პატიმრობაშია. დღეს ის 41 წლის გახდა.


ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა

 

 

კომენტარები