ცენტრისტები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: ბედუკაძე ციხეში უნდა იჯდეს

Nina Kobakhidze/fb.com

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ვლადიმერ ბედუკაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას და მისი პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ეხმაურება.

"ასე რა. ბედუკაძეს პროკურატურამ დაცვა მოუხსნა, ცესკომ კი პარტია ცენტრისტები არჩევნებიდან მოხსნა. ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ ისედაც იმას, ვინც ჩემი აზრით, ციხეში უნდა იჯდეს", - წერს კობახიძე Facebook-ში.

პარტია ცენტრისტებს საარჩევნო რეგისტრაცია ცესკო-მ დღეს გაუუქმა. სახელმწიფო დაცვა კი, ლადო ბედუკაძის თქმით, 15 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოუხსნეს.

კომენტარები