რიოს ოლიმპიადა 2016

ქართველმა ძალოსნებმა რიოს ოლიმპიადაზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ლაშა ტალახაძე
Olympic Games Rio 2016

22 წლის ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ატაცში მესამე ცდაზე 215 კგ, აკვრაში მეორე ცდაზე 247 კგ ასწია, მესამეზე კი 258 კგ. ტალახაძემ ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამავე წონით კატეგორიაში(+105) ასპარეზობდა ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძეც, რომელსაც ბრინჯაოს მედალი ერგო.

საქართველოს ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

კომენტარები