ევროკავშირი-თურქეთი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირს თურქეთი არ სჭირდება

dpa/Julien Warnand

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სებასტიან ქურცმა გერმანულ Focus-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სჭირდება თურქეთი მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაუძლოს თურქეთის ზეწოლას და მათ უვიზო რეჟიმი არ უნდა დაუწესოს.

"ჩვენ არ გვჭირდება თურქეთი და არ უნდა ავყვეთ მათ შანტაჟს მიგრანტების საკითხზე. მათ ამ გზით უვიზო რეჟიმი არ უნდა მიიღონ. ევროკავშირს არ სჭირდება გეგმა ბ, ჩვენ გვჭირდება კარგი გეგმა ა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა", - თქვა ქურცმა.

მისი თქმით, მიგრანტების კრიზისთან გამკლავების მაგალითი ევროკავშირმა ავსტრალიის მსგავსი ქვეყნებიდან უნდა აიღოს.

კომენტარები