აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

FBI-ში დონალდ ტრამპისთვის პირველი საიდუმლო ბრიფინგი გაიმართა

Reuters

ამერიკის დაზვერვის ოფიცრებმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის პირველი საიდუმლო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის მთავარი თემა არსებული საფრთხეები და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები იყო. ბრიფინგი გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში გაიმართა. ამ ტიპის ბრიფინგები, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მომზადებასა და მისთვის ქვეყანაში არსებული გლობალური საფრთხეების გაცნობას ემსახურება.

NBC-ის ცნობით, ბრიფინგზე დონალდ ტრამპს სადაზვერვო ოპერაციებისა და ჯაშუშობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.

გუშინ დონალდ ტრამპმა დაზვერვის თანამშრომლებს განუცხადა, რომ არ ენდობა, რადგან მათ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკისთვის არაფერი გაუკეთებიათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები