სათხილამურო ტრასა

მთავრობა ბაკურიანში ოლიმპიური სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს

baltimoresun.com

ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ტრამპლინზე ხტომისა და სხვა სათხილამურო ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება. პროექტის განვითარებისთვის კონსულტაციებს ქართულ მხარეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია უტარებს.

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება. ჰოფერი ქართულ მხარეს ბაკურიანში სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სწორი ადგილის შერჩევაში ეხმარება.

პროექტს ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 3-5 წლის ვადაში გაფართოვდება და განახლდება ბაკურიანში არსებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა. 

ახალი სათხილამურო ინფრასტრუქტურა სავარაუდოდ ბაკურიანში ვიზიტორთა ნაკიდის ზრდას ხელს შეუწყობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება პროექტის ღირებულება. 

კომენტარები