უკრაინა

პოროშენკო უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას არ გამორიცხავს

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

პრეზიდენტის თქმით, თუ კვლავ გაგრძელდება ვითარების დაძაბვა დონბასსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის რეგიონში, უკრაინის ხელისუფლება სპეციალურ დადგენილებას გამოსცემს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ახალი ეტაპი დაიწყება.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.

ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა 500 რაკეტა და 300 საარტილერიო ჭურვი ესროლეს უკრაინის არმიის პოზიციებს. დაღუპულია 3 სამხედრო პირი, 6 - დაშავდა.

კომენტარები