არჩევნები 2016

კვირიკაშვილმა დმანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

კახა ოქრიაშვილის წარდგენა
ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

"ბატონ კახას უკვე ათ წელზე მეტია ვიცნობ, ჯერ კიდევ საბანკო სექტორში მუშაობის დროს. მე გავიცანი ის, როგორც ინიციატივიანი, პროფესიონალი ადამიანი. იგი ძალიან წარმატებულია თავის საქმეში. მისი კომპეტენცია ყოველთვის იყო ფართო. კახა პარლამენტში საქმიანობისას აქტიურობით გამოირჩეოდა", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის მნიშვნელობას.

კომენტარები