ნარკოპოლიტიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობის დაკავებულ აქტივისტს მანქანის დაზიანებას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში დაკავებული "თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქტივისტი გიორგი სოფრომაძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია პოლიციის მანქანის დაზიანებაზე.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებული ადვოკატთან ერთად დაიკითხება.

187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სამტრედიაში დღეს აქციის მონაწილეებმა დემურ სტურუას საქმის საქმის სწრაფი, ეფექტური გამოძიება და დამნაშავის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. პოლიციის შენობასთან მოხდა შეხლა-შემოხლაც.

კომენტარები