რიოს ოლიმპიადა 2016

გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილი
Rio Olympics

საქართველოს მეშვიდე ოლიმპიური მედალი - 125 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გენო პეტრიაშვილმა ამერიკელ მეტოქეს 31 წამში ანგარიშით 10:0 სძლია.

საქართველოს ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

კომენტარები