რიო 2016

რიო 2016-ზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ერთ მოსახლეზე საქართველო ტოპ ათეულშია

SAI

რიოს ოლიმპიადა დასრულდა, მასზე ყველაზე მეტი 121 მედალი შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა, მეორე ადგილზე 67 მედლით დიდი ბრიტანეთი გავიდა, მესამეზე კი ჩინეთი. ამ რეიტინგში აშშ-ის გამარჯვება სიურპრიზი არავისთვის იყო, რადგანაც აშშ-ის ოლიმპიური ნაკრები 550 სპორტსმენისგან შედგებოდა. საქართველოს 40 სპორტსმენიანმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საერთო გუნდურ ჩათვლაში 38-ე ადგილი დაიკავა. 

თუ მოპოვებული მედლების რაოდენობას ოლიმპიური ნაკრების რიცხოვნობას შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველომ 38-ე ადგილთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა. რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს 40 სპორტსმენი წარმოადგენდა, მედალი კი მათგან შვიდმა მოიპოვა, ესე იგი თითოეული ათლეტის მიერ მედლის მოპოვების კოეფიციენტი 0.18 იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩინეთს, გერმანიას, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს ასწრებს და ტოპ ათეულშიც იმყოფება. ოლიმპიადაზე ყველაზე წარმატებული ნაკრები აზერბაიჯანს ჰყავდა, მისმა თითქმის ყოველმა მესამე სპორტსმენმა მედალი აიღო. 

რიო 2016-ის შედეგები ქვეყნების მიერ ერთ ათლეტზე მოპოვებული მედების რაოდენობით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.32
  2. ეთიოპია - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.24
  3. აშშ - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.22
  4. ჩრდილოეთ კორეა - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.2
  5. რუსეთი - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.2
  6. უზბეკეთი - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.19
  7. დიდი ბრიტანეთი - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.18
  8. საქართველო - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.18
  9. ჩინეთი - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.17
  10. გრენადა - ერთ ათლეტზე მედლების რაოდენობა - 0.17

საქართველო ერთ მოსახლეზე მედლების კონცენტრაციითაც ტოპ ათეულში იკავებს ადგილს. ერთ მოსახლეზე მედლების რაოდენობით პირველ ადგილს სახელმწიფო კუნძული გრენადა იკავებს. ქვეყანას ერთადერთი მედალი 400 მეტრზე სირბილში შაუნე მილერმა მოუტანა. სიაში მეორე ადგილს ბაჰამის კუნძულები იკავებს. 

რიო 2016-ის შედეგები ერთ მოსახლეზე მედლების რაოდენობით ასე გამოიყურება:

  1. გრენადა 
  2. ბაჰამის კუნძულები
  3. იამაიკა
  4. ახალი ზელანდია
  5. დანია
  6. ხორვატია
  7. სლოვენია
  8. საქართველო
  9. აზერბაიჯანი
  10. უნგრეთი

თუ მედლების რაოდენობას ქვეყნების ეკონომიკის ზომას შევადარებთ, მაშინ საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. ამ რეიტინგში პირველი ადგილი ტაივანს, მეოთხე კი საქართველოს უჭირავს. 

რიო 2016-ზე მოპოვებული მედლების რაოდენობა ქვეყნების ეკონომიკების მიხედვით:

  1. ტაივანი
  2. გრენადა
  3. იამაიკა
  4. საქართველო
  5. სომხეთი
  6. აზერბაიჯანი
  7. ბურუნდი
  8. ფიჯი
  9. ბაჰამის კუნძულები
  10. სერბეთი

კომენტარები