არჩევნები 2016

ბიძინა ივანიშვილი 1 სექტემბერს ტელეეთერს უბრუნდება

George Nebieridze / BuzzFeed

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს 1 სექტემბერს უბრუნდება. ის ნათია თოიძისა და მიშა ფეიქრიშვილის გადაცემაში სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. გადაცემა სხვადასხვა რეგიონიდან GDS-ის ეთერში კვირაში 2-ჯერ, არჩევნებამდე გავა.

1 სექტემბერს პირველი გადაცემა ბათუმიდან იქნება. გადაცემის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია.

როგორც მიშა ფეიქრიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, გადაცემაში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბოლო ეთერი თბილისიდან იქნება.

გადაცემის სახელი, კონკრეტული დღეები და დაწყების საათი ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ივანიშვილი ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე დღეში აქტიურად ჩაერთვება.

კომენტარები