ლარის კურსი

ლარი მყარდება, ერთი დოლარის ღირებულება 2.278 ლარი გახდა

ტაბულა

22 აგვისტოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გამყარდა. ახალი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.278 ლარი გახდა. დღესვე 0.1 თეთრით ლარი ევროსთან მიმართაც გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება 2.57 ლარს შეადგენს. 

ლარმა გამყარება დაახლოებით 17 აგვისტოდან დაიწყო, იქამდე ერთი თვის მანძილზე კურსი სტაბილურად 2.33-2.34-ს შეადგენდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას თქმით, მთავრობა საშუალოვადიან (წლის ბოლომდე) ლარის წონასწორობის ახალ ნიშნულს დოლართან მიმართებით 2.20-2.25-ის შუალედში პროგნოზირებს.

კომენტარები