თბილისის მერია

შიმშილობის მეშვიდე დღეს ნატა ფერაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლიბერალი

მერიასთან შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 აგვისტოს შემდეგ, რაც ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეები გაჩეხეს და ფერაძემ შიმშილობა დაიწყო, მერიას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

პარტიზანი მებაღეები ტაბულასთან საუბარში ამბობენ, რომ ნატა ფერაძემ დღეს 2-ჯერ დაკარგა გონება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ნატა ფერაძის ნაცვლად შიმშილობას იწყებს პარტიზანი მებაღე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი. 

ნატა ფერაძე და სხვა პარტიზანი მებაღეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას მოითხოვენ.

20 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა. მოსახლეობის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 13 ჯანსაღი წიწვოვანი ხე მოიჭრა. ყაზბეგის 24 ნომერში ხეების ჭრის საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები