კრიმინალი

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1980 წელს დაბადებულმა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევმა კ. ხ-მ, 1993 წელს დაბადებულმა ო. ს-მ და 1993 წელს დაბადებულმა ა. მ-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი დააზიანეს და გაქურდეს.

"სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები