მკვლელობა გიურმიში

გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობისთვის რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ArmenPress

რუს ჯარისკაცს ვალერი პერმიაკოვს სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესი სომხეთში მდებარე რუსულ 102-ე სამხედრო ბაზაზე გაიმართა. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, პერმიაკოვმა სასჯელი რუსეთში მოიხადოს. ერევანი და მოსკოვი პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

2015 წლის 12 იანვარს პერმიაკოვმა სამხედრო ბაზის ტერიტორია თვითნებურად დატოვა და გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი ჩაცხრილა. მოკლულთაგან ყველაზე პატარა ასაკის 6 თვის სერიოჟა ავეტესიანი იყო.

პერმიაკოვი თურქეთის საზღვართან გაქცევის მცდელობისას დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

ავეტესიანების ოჯახის ნათესავები რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის სახით 450 000 ევროს ითხოვენ იმ მოტივით, რომ ფსიქიკური აშლილობის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო მეთაურობამ პერმიაკოვს იარაღის ტარების უფლება მისცა.

კომენტარები